საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგი“ მზადაა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახური
პროტესტის ნიშნად დატოვეს, დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ განცხადებას ფონდის ხელმძღვანელი ია მეტრეველი ავრცელებს.
„ფონდი ქომაგის“ თავმჯდომარე ია მეტრეველი ღრმა პატივისცემით მიმართავს მაია მიმინოშვილს და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც პრინციპულობა გამოიჩინეს და უსამართლობას აღუდგნენ წინ. ფონდი უცხადებს მათ თანადგომას და სოლიდარობის ნიშნად, მზადყოფნას გამოთქვამს იმისთის, რომ აღნიშნულ პირებს სათანადო დახმარება გაუწიოს“ - ნათქვამია მეტრეველის მიმართვაში.
რეფორმებთან დაკავშირებით პოზიციების შეუთანხმებლობის მოტივით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან ორი დღის წინ დაითხოვა. პროტესტის ნიშნად სამსახური გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომლემა დატოვა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს შაშკინი გუშინ შეხვდა და მათ სამსახურში დარჩენა შესთავაზა, თუმცა, უმრავლესობისგან უარი მიიღო.

















