სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში დღეს ბრუნდება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, პატრიარქი თბილისში 17:30 საათზე ჩამოვა და აეროპორტში მას საპატრიარქოს წარმომადგენლები დახვდებიან.
საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქი შვედეთში იმყოფებოდა, სადაც გამოკვლევები და პროფილაქტიკური კურსი გაიარა.
შევედეთში გამგზავრებამდე ილია მეორე, საფრანგეთში იყო, სადაც ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო.

















