საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით მოლაპარაკების საწარმოებლად, პრეზიდენტის
ბრძანებულებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმება ძალაში 2011 წლის 1 მარტიდანაა. ამასთან, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე მუშაობა გრძელდება.
სამუშაო ჯგუფში შევიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, შს და იუსტიციის მინისტრების პირველი მოადგილეები - ეკატერინე ზღულაძე და თინა ბურჯალიანი და სხვა ოფიციალური პირები.
ჯგუფი შეიმუშვებს საქართველოს პოზიციას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის მომზადებისა და წარმოების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები.

















