იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლები, მათი მფარველობის ქვეშ მყოფი
პირებისთვის განკუთვნილი პირადობის მოწმობის საფასურს - 30 ლარს აღარ გადაიხდიან
ამის შესახებ დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით აღნიშნული ცვლილება "სამოქალაქო აქტების შესახებ" ახალ კანონში უკვე შევიდა.
გარდა ამისა აღნიშნული ორგანოები თავისუფლდებიან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდისგანაც.

















