გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში რამდენიმე წუთის წინ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მივიდა.
მინისტრს შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ წუთებში გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კოკა სეფერთელაძე და ის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებმაც მიმინოშვილის თანამდებობის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს.
დიმიტრი შაშკინი გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს გუშინაც შეხვდა.
ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ია კუტალაძის განცხადებით, თანამშრომლებთან საუბარი დიმიტრი შაშკინისთვის რთული იყო.
„მან ჩვენგან ძალიან მწვავე რეპლიკები მოისმინა და ალბათ, ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ყოფილა“-განაცხადა კუტალაძემ.
თანამშრომლების განცხადებით, მათი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან დაუმსახურებლად გაათავისუფლეს.
მაია მიმინოშვილი მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა.

















