პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძე "სემეკს" მოთხოვნით მიმართავს.
როგორც "ნიუსპრესს" "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციიდან აცნობეს, ქუთაისის ერთ-ერთ უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს, გაზიფიცირება რომლებმაც საკუთარი ხარჯებით მოახდინეს, რამდენიმე თეთრით გაძვირებულ გაზის საფასურს ახდევინებენ, მაშინ როცა სემეკის დადგენილებით ქუთაისში 0,5074 თეთრიანი ტარიფი მოქმედებს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია სემეკს და ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნულ ფაქტზე დროულად რეაგირებისკენ მოუწოდებს.

















