logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ
10:40 29.05.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დღეს ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საგანგებო  განცხადებას გააკეთებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის თანამშრომელმა მაია გაბუნიამ განუცხადა, თანამშრომლები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს გამოთქვამენ.
გაბუნიას თქმით, შესაძლოა, განცხადების გაკეთება ცენტრის შენობაში ვერ მოხერხდეს. ამ შემთხვევაში თანამშრომლები შენობის გარეთ შეიკრიბებიან და იქ შეხვდებიან მედიას.
„დღეს ცენტრში უკვე სამინისტროს წარმომადგენლები არიან. კარი ვისთვის გაიღება და ვისთვის არა, ისინი აკონტროლებენ“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ცენტრის თანამშრომელთა დიდი ნაწილი რეგიონებშია, მაგრამ თბილისში მყოფნი დღეს ყველას აზრს გამოხატავენ.
„მათთან ცხადია სატელეფონო კავშირი არსებობს. ვინც თბილისში ჯერ ვერ ჩამოვიდა, თავისი მოსაზრება უკვე გამოხატეს“ - აღნიშნა გაბუნიამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა, რაც ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მისი შვილის მიერ 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრებას უკავშირდება. მიმინოშვილმა დაასტურა, რომ  მისი შვილი, მეუღლესთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა. 
ამასთან, გუშინვე, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მიმინოშვილის გათავისუფლება რეალურ საფრთხეს უქმნის, როგორც ეროვნული გამოცდების, ასევე საატესტატო გამოცდების ჩატარების პროცესს. თანამშრომლებმა სამსახურის დატოვებაზე განცხადებებიც დაწერეს. გუშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც შეხვდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა