„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე ხვალ ბრიფინგს გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეკოლოგიური სამართლის ცენტრიდან აცნობეს, ბრიფინგის თემა ქალაქ ლაზიკას მშენებლობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები და ხელისუფლების კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებია.
„საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორცილებას აპირებს, რათა ლაზიკას უფლებამოსილება და სტატუსი ორგანული კანონით განისაზღვროს. ამისთვის, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა „სტრატეგიული განვითარების სააგენტომ’“ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საჯარო განხილვები დაიწყო, რაც საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონებთან წინააღმდეგობაში მოდის“ - აცხადებენ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრში“.
მათივე თქმით, ლაზიკასთან დაკავშირებით კონკრეტული დარღვევებისა და ხელისუფლების აბსურდული გადაწყვეტილებების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

















