რეფერალურ სავადმყოფოში მოყინვის დიაგნოზით შეყვანილ ორ პაციენტს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომრეობა არ გაუმჯობესებულა, ამიტომ ორივე მათგანს ათივე თითის ამპუტაცია დასჭირდა.
ამჟამად, რეფერალურ საავადმყოფოში მოყინვის დიაგნოზით 6 პაციენტი რჩება. უახლოეს დღეებში შესაძლოა სამ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეთ.

















