“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ორთაჭალაში დროებით საცხოვრებელში მცხოვრები, სოციალურად
დაუცველი ლილი მარიამული მოინახულა.
მისი განცხადებით, ლილი მარიამული იმ კატეგორიის მოქალაქეებს ეკუთვნის, რომელსაც დაუყონებლივ ესაჭიროება სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა ცხოვრება ნორმალურ გარემოში გააგრძელოს.
“ქალბატონი ლილი წლების მანძილზე ცხოვრობს ძალიან რთულ და გაუსაძლის საცხოვრებელ გარემოში. ჩემი მასთან მისვლის მიზანი გახლავთ, მივაპყრო ხელისუფლების ყურადღება ქალბატონი ლილისადმი, რომ მან“სოციალური საცხოვრისის” პროგრამით გათვალისწინებული ბინა მიიღოს და სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არ დარჩეს ” -აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას თქმით, უსახლკაროთა საკითხი ერთ-ერთია დედაქალაქში არსებულ მწვავე პრობლემათა შორის და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს სოციალურად დაუცველებისა და უსახლკაროების პრობლემის შესამსუბუქებლად.

















