დედაქალაქის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტა შეშელიძის ქუჩაზე
1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგება პატარა გლდანის დასახლების ნაწილს, კონიაკისა და მუხიანის სამხედრო დასახლებებს, თემქის III მ/რაიონს, მუხიანის I, II და III მ/რაიონებს შეუწყდა.
აღნიშნულ აბონენტებს წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგება.

















