მეთორმეტეკლასელები დღეს ქიმიის გამოცდას აბარებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, 41–ე სკოლას 45 მეთორმეტეკლასელი ჰყავს. სკოლაში ქართველ მოსწავლეებთან ერთად, ეთნიკური უკრაინელებიც სწავლობენ.
გამოსაშვები გამოცდების მეორე კვირა საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ქიმიის გამოცდით დაიწყო.
მოსწავლეები 29 მაისს ბიოლოგიის გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო 30 მაისს - მათემატიკის გამოცდით 2011–2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებს დაასრულებენ, რომელიც წელს გასული წლის მსგავსად, CAT –ის ტიპის საგამოცდო მოდელით, კომპიუტერების გამოყენებით ჩატარდა.

















