მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 თვის ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც „ნიუსპრესს“ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, გარდაცვალების მიზეზი
მენინგოკოქცემიური შოკი იყო.
მათი ინფორმაციით, ბავშვი გარდაბნის რაიონიდან კატასტროფის ბრიგადამ ჯერ რუსთავის კლინიკაში გადაიყვანა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.
მედიკოსებმა მას მენინგოკოკური ინფექცია, ინფექციურ-ტოქსიური შოკის ელვისებური ფორმა დაუდგინეს.
ექიმების თქმით, პაციენტი კლინიკაში მოთავსებიდან, დაახლოებით 3 საათში გარდაიცვალა.

















