ჯვრის უღელტეხილი უკვე გაიხსნა.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება ამ დროისთვის თავისუფლად არის შესაძლებელი.
შეზღუდვები არ არის დაწესებული უღელტეხილებზე. გადაადგილება თავისუფალია როგორც მსუბუქი, ასევე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექია მოსალოდნელი.

















