საერთაშორისო ორგანიზაცია „ევრიჩაილდი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ხვალ, ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული
მომსახურებების - მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა კვლევის შედეგებს წარადგენენ.
როგორც „ნიუსპრესს“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან აცნობეს, საჭიროებათა კვლევა „ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებითა და „ევროჩაილდის“ ორგანიზებით ჩატარდა.
კვლევის შედეგების საფუძველზე პროექტის 11-მა პარტნიორმა ორგანიზაციამ რეკომენდაციებიც შეიმუშავა. კვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართება.
შეხვედრაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ხელისუფლების, სამთავრობო უწყებების და ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მიწვეული.

















