თავისუფლების მოედანზე დღევანდელი აქციისთვის მოწყობილი სცენის დემონტაჟი უკვე დასრულებულია. მოედნიდან სხვა ტექნიკური საშუალებებიც გააქვთ.
თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაისურიანმა ახალგაზრდებმა კი, აქციის შემდეგ დაგროვილი ნარჩენები საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან და პუშკინის სკვერიდან სპეციალურ მანქანებზე მოათავსეს და მოედნიდან გაიტანეს.
ამ დროისთვის, თავისუფლების მოდანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ მოძრაობს. მოძრაობა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისთვის არის აღდგენილი.

















