კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის მიმდინარეობისას შეუძლოდ მყოფი ორი ქალბატონიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა.
მან თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
მეორე ქალბატონს კი, ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს.
ორივე ქალბატონი ასაკოვანია, კონკრეტულად რა მიზეზით გახდნენ ისინი შეუძლოდ, ჯერჯერობით უცნობია.

















