თავისუფლების მოედანს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ასუფთავებენ.
ახალგაზრდები აქციის შემდეგ მოედანზე დაგროვილ ნარჩენებს სპეციალურ პარკებში ათავსებენ, რომლებიც შემდეგ პუშკინის სკვერში მიაქვთ და აგროვებენ.
ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე სცენისა და ტექნიკური საშუალებების დემონტაჟი მიმდინარეობს.
მოედანზე საზოგადოებრივი ტარნსპორტი ჯერჯერობით არ გადაადგილდება. მოძრაობა აღდგენილია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისათვის.

















