სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, დღეს "ქართული დესერტის დღე" გაიმართება.
მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის როგორც სავაჭრო ობიექტებისა და დიდი სუპერმარკეტების ხელმძღვანელები, ასევე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები იქნებიან.
როგორც "ნიუსპრესს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,"ქართული ნუგბარის დღეს" რესტორანი "ფაეტონი" უმასპინძლებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ტიპის გამოფენები ხელს შეუწყობს ქართული კომპანიებისა და ეროვნული პროდუქტის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

















