"საკანონმდებლო მაცნე" დღეიდან მთარგმნელობითი ცენტრის დაკომპლექტებას იწყებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, "საკანონმდებლო მაცნეს" მთარგმნელობით ცენტრში მუშაობის მსურველები ტესტირებას ინგლიურ ენაში გაივლიან.
სამინისტროს განცხადებით, მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, მშობლიურ ენაზე გაეცნონ ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომას გაუმარტივებს.

















