საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 38,1 პროცენტი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლების
შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეუძლებელია.
კითხვაზე „მიგაჩნიათ თუ არა, რომ არსებული ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზითაა შესაძლებელი“ გამოკითხულთა 38,1 პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა, გამოკითხულთა 19 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელია.
ამასთან გამოკითხულთა 40,5 პროცენტი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლების მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლა სამართლიან სააჩევნო გარემოზეა დამოკიდებული, ხოლო რაც შეეხება გამოკითხულთა დანარჩენ - 2,4 პროცენტს, მათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ შემდეგი გამოკითხვის თემა იქნება „უნდა გახდეს თუ არა 26 მაისს სამებაში ჩატარებული პარაკლისი დიდი ოპოზიციური ერთობის დასაწყისი.“

















