წმინდა მიწაზე ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხვალ, ქალაქ ხოლონში, ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრას გამართავს.
დღეს პატრიარქი მთავარ რაბინებს შეხვდა, რის შემდეგაც საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან ერთად ქალაქ ლოდში, წმინდა გიორგის საფლავის ეკლესიაში სავედრებელი პარაკლისი შეასრულა.
საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი წმინდა მიწაზე 25 თებერვალს დასრულდება.

















