9 აპრილის ბაღში ამ წუთებში ყვავილების ფესტივალი მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა
განუცხადეს, ღონისძიების მიზანი ყვავილების სხვადასხვა სახეობების საზოგადოებისთვის გაცნობა და ამ სფეროს განვითარებაა.
„რვა წლის წინ ორი მონაწილით დავიწყეთ. დღეს კი ფესტივალს 100-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აქ არიან კერძო ფირმები, მაღაზიები, ასევე კერძო კოლექციები და ვიმედოვნებ, რომ ეს სფერო თანდათან კიდევ უფრო განვითარდება“- განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა.
გარდა ყვავილებისა, ფესტივალზე წარმოდგენილია აგრეთვე ქართული თექა და ქართული მინანქრის ხელნაკეთი ნივთები.
ყვავილების ფესტივალი 9 აპრილის ბაღში დღის ბოლომდე გაგრძელდება.

















