თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს რუსთაველის გამზირზე, სამრეწველო აღლუმი - „დამზადებულია საქართველოში“ დაათვალიერა. როგორც
უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გამოფენა საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი შემოვა ქვეყანაში, ეკონომიკურად კიდევ უფრო ფართო და ღია ბაზარი გვექნება.
,,მინდა ავღნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველდდღიურად იზრდება. ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და ყველა იმ მომსახურებაზე რომელსაც აქ ხედავთ, მეტ მოთხოვნას და კიდევ უფრო გამრავლფეროვნებას ნიშნავს“-აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
,,მოქალაქეებს ყველა ამ პროცესში ჩართულობა სჭირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 26 მაისს, ხელი ქართული ბიზნესისთვის შეგვეწყო და მთავარ მოედანზე მათი პროდუქცია იმისთვის წარმოვადგინეთ, რომ თბილისელებს მისი დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონოდათ“-განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, სამი წლის წინ, ბევრს ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ საქართველო სხვადასხვა საბრძოლო დანადგარის წარმოებას ვერ შეძლებდა, თუმცა უგულავასივე განმარტებით, „დღეს ჩანს, რომ ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი თუ მოქალაქეს ამის რწმენა ექნება“.

















