logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მერია 27 მაისის მანიფესტაციის დროს თავისუფლების მოედანზე სცენის დამონტაჟებაზე თანხმობას აცხადებს
მერია 27 მაისის მანიფესტაციის დროს თავისუფლების მოედანზე სცენის დამონტაჟებაზე თანხმობას აცხადებს
10:20 26.05.2012
თბილისის მერია 27 მაისს, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი მანიფესტაციის დროს, თავისუფლების მოედანზე  სცენის დამონტაჟებაზე თანხმობას აცხადებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მერია 27 მაისის აქციასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ მოწოდებას ეხმიანება.
განცხადების თანახმად მერია აღიარებს რა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით დაცულ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, თავად არ დაუშვებს ამ გარანტირებული უფლებების დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ შეზღუდვას.
„ამის დასტური იყო ზუსტად თბილისის მერიის მხრიდან აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოყოფა, რომელთანაც ერთად მათ აქციის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების განხილვის საშუალება მიეცათ“ - ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, მიმართვაში დასმულ პრობლემურ საკითხს, რომელიც გზის სავალ ნაწილზე სცენის განთავსებას შეეხება, მერიის წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები განუმარტა, რომლებიც მათ შორის სხვათა უფლებების დასაცავად არის გათვალისწინებული და რომელთა დაცვა ორგანიზატორების მოვალეობაა.
„ამასთან, ვითვალისწინებდით რა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ვალდებულია აქციის ორგანიზატორებს გონივრული ალტერნატივა შესთავაზოს, ჩვენს მიერ მათ მიეთითათ, რომ სცენის მოწყობა შესაძლებელია თავისუფლების მოედანზე არსებულ ტროტუარზე, იმგვარად რომ ამ კონსტრუქციით გზის გადაკეტვა არ მომხდარიყო“ - აცხადებენ მერიაში.
განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პირისპირ შეხვედრისას აქციის ორგანიზატორების მხრიდან ამ საკითხებზე ამგვარი კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება არ მომხდარა, მერია თანხმობას აცხადებს ორგანიზატორების მიერ სცენის განთავსება მოხდეს მათ მიერ შემოთავაზებული ფორმით.
როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობა, რომ თბილისის მერიამ კოალიციას თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი მიტინგისთვის საჭირო სცენის მოსაწყობად უარი უთხრა.
არასამთავრობოების წარმომადგენლების ინფორმაციით, მერიის წარმომადგენელი მიიჩნევდა, რომ აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობას და შესაბამისი აპარატურის დამონტაჟებას შეიძლება ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოეწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა