ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს გალა კონცერტით დასრულდება.
კლასიკური მუსიკის კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას
თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრები, ქუთაისის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, ასევე, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე და მევიოლინე ქეროლაინ ქემბელი მიიღებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, სამხედრო აღლუმამდე და პარლამენტის საზეიმო სხდომამდე კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც მოძრაობის თეატრის მსახიობები გახსნიან. პარლამენტის სხდომა 17:00 საათზეა დანიშნული, ხოლო აღლუმი - 18:00 საათზე.
გალა კონცერტის შემდეგ საღამოს გრანდიოზული ფეერვერკი დაასრულებს.

















