საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით დღეს ქუთაისში მედიაცენტრი მუშაობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიაცენტრში 11:00, 13:00 და 15:00 საათზე პარლამენტის წევრებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებები გაკეთდება.
საპარლამენტო სესიაზე დამსწრე ჟურნალისტები მედიაცენტრში 14:30 სთ–დან 15:00 სთ–მდე, სამხედრო აღლუმზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლები 9 აპრილის ქუჩაზე 15:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე უნდა მივიდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულოა მათ თან ჰქონდეთ სააკრედიტაციო ბარათები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

















