საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელმა, როგორც მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტმა, სტამბულში
მოსახლეობისა და განვითარების სამოქმედო პროგრამის დანერგვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გახსნა.
წერეთლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელსაც 110 ქვეყნის 300-მდე პარლამენტის წევრი ესწრება, მოსახლეობისა და განვითარების სამოქმედო პროგრამის და ასევე კაიროს კონფერენციის სამოქმედო გეგმის შესრულებას, ასევე ათასწლეულის განვითარების მიზნებს ეხება.
კონფერენციის გახსნაზე სიტყვით თურქეთის პალამენტის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩეკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის დირექტორი ოსოტიმეჰინ ბაბატუნდე გამოივიდნენ. კონფერენციის მუშაობაში საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსიც მონაწილოებს, რომელიც სპეციალური მოხსენებით გამოვა.
კონფერენცია მიიღებს დოკუმენტს, რომელშიც მოსახლეობისა და განვითარების პრობლემატიკა, ტენდენციები და საპარლამენტო და სამთავრობო ჩართულობის აუცილებლობა აისახება და ის მსოფლიო ლიდერებს დაეგზავნება.
კონფერენციის ფარგლებში გიგი წერეთელი შეხვედრებს თურქეთის პალამენტის თავმჯდომარესა და განვითარებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან გამართავს. ის თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ ტაიპ ერდოღანსაც შეხვდება.

















