logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დამოუკიდებლობის დღეს თბილისში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება
დამოუკიდებლობის დღეს თბილისში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება
15:27 25.05.2012
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხვალ დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
ღონისძიებების პროგრამის თანახმად, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, ქართული მრეწველობის გამოფენა – „დამზადებულია საქართველოში“ მოეწყობა.
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფრმაციით, სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ყველა იმ საწარმოს და პროდუქციას წარმოადგენენ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იწარმოება. მათ შორისაა, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის პროდუქტები, საშენი და მოსაპირკეთებელი მასალები, კვების პროდუქტები, ფარმაცევტული ნაწარმი, ტექსტილი და სხვა.
ამასთან, დღის განმავლობაში თემატური წარმოდგენები, პროგრამები ბავშვებისთვის, ქალაქური სიმღერისა და ხალხური შემოქმედების კონცერტები გაიმართება.
რუსთველის გამზირზე, სასმელების კუთხესთან ქალაქური მუსიკის კონცერტი გაიმართება. რუსთაველის თეატრის აივანზე, 12:00-13:00 საათზე ანსამბლი "შვიდკაცა"; 13:30-14:30 საათზე "თეატრალურის კვარტეტი"; 15:00-16:00 საათზე აჩიკო ნიჟარაძე, ნატო გელაშვილი, გოგონების ტრიო, დათო გომართელი, ივა ჭყონია, "თბილისური კვარტეტი" იმღერებენ.
I გიმნაზიის კიბეებთან, საბავშვო პროგრამას წარმოადგენენ. კერძოდ, 12:00-13:30 საათზე "ენკი-ბენკი"; 15:00-17:00 საათზე "ბასტი ბუბუ"; 17:30-18:30 საათზე ბზიკების სტუდია - ქენდი, მარიამ რომელაშვილი, ბზიკები; 12:00-19:00 საათზე ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია და დათო რობაქიძე პატარებს სპეციალურ პროგრამას შესთავაზებენ. აქვე მოეწყობა სახეზე მოხატვა, თამაშობები და თოჯინების წარმოდგენა.
ქართული ტანისამოსის სექტორთან - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ 12:00-13:00 საათზე დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება; 14:00-15:00 საათზე სამოდელო სალონი მარი გოლდის ჩვენება; 15:00-16:00 საათზე თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტთა სადიპლომო ნამუშევრების ჩვენება; 16:00 საათზე ჯგუფი "ბანის" კონცერტი და 12:00-19:00 საათზე ფოტოხელოვან ირინა აბჟანდაძის ფოტო გამოფენის ნამუშევრების გამოფენაა დაგეგმილი.
ვარდების რევოლუციის მოედანზე, თავდაცვის სექტორთან ღონისძიებები 12:00-13:00 საათზე თბილისის ბიგ ბენდის; 13:30-14:30 საათზე კამერული ორკესტრის; 15:00-16:00 საათზე მე-19 სახელოვნებო სკოლის ორკესტრის; 16:30-17:30 საათზე რეტრო ბენდის; 12:00-19:00 საათზე პანტომიმის; 12:00-19:00 საათზე მოძრაობის თეატრის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.
12:00-19:00 საათზე, ვარდების რევოლუციის მოედანზე ასევე, ქართული ხალხური და ფოლკლორული მუსიკის და ქორეოგრაფიის კონცერტი გაიმართება, სადაც თბილისელების წინაშე ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა", ანსამბლი "ქალგულო", ქორეოგრაფიული ანსამბლი "შეჯიბრი", ვოკალური ანსამბლი "ურმული", ვოკალური ანსამბლი "ლაშარი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "ერისიონი 2" და სხვები წასრდგებიან.
ვარდების მოედანზე 12:00-19:00 საათზე 20 სხვადასხვა საგამომცემლო სახლი წიგნებს წარადგენს.
„მაგთის“ ოფისის ტერიტორიაზე კი - ქაღალდის კუთხესთან, 12:00-19:00 საათზე კარიკატურისტი კემო, მხატვრები გია აფციაური, დათო პოპიაშვილი, ავთო გურგენიძე, ანუკი მგალობლიშვილი გამართავენ ღონისძიებებს.
რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში, ქართული ფილმების ჩვენებაა დაგეგმილი.
მეტრო "თავისუფლების" მიმდებარე ტერიტორიაზე კი, 12:00-19:00 საათზე თბილისელების წინაშე ქართული ხალხური რეწვის ოსტატები წარსდგენიან.
ამავე პერიოდში, 9 აპრილის ბაღში, ტრადიციული “ყვავილების ფესტივალი” გაიმართება, რომელზეც დეკორატიულ მცენარეებს, ერთ და მრავალწლიან ყვავილებს, ბაღის ინვენტარს და ხელნაკეთ ნივთებს წარმოადგენენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საღამოს 21:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გალა-კონცერტით დაიხურება. კონცერტზე ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ეროვნულ-ნაციონალურ პროგრამას წარადგენს.
კონცერტში თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით მონაწილეობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა