საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხვალ თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქში მეტრო და ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ასევე, მოსახლეობის მხრიდან რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სამრეწველო აღლუმზე დასწრების სურვილის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
ხვალ დილიდან თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი - რუსთაველის გამზირზე მრეწველობის აღლუმი გაიმართება, ხოლო მარჯანიშვილის მოედანზე კონცერტი ჩატარდება.

















