საატესტატო გამოცდებზე დღეს მეთორმეტეკლასელები ფიზიკის გამოცდას ჩააბარებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გუშინ მეთორმეტეკლასელებმა გამოცდა გეოგრაფიაში ჩააბარეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების მონაცემების დამუშავებას განაგრძობს.
გეოგრაფიის გამოცდაზე 38 714 მეთორმეტეკლასელი გამოცხადდა, მათგან 3 141-მა გამოცდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე ჩააბარა.
ისტორიის გამოცდაში მოსწავლეთა დაახლოებით 97,3%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წარმატებით გადალახა. უმაღლესი შეფასება - 10 ქულა 1 580-მა მოსწავლემ მიიღო.
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდების მსვლელობისას შეფერხებები არ არის გამოვლენილი.
მეთორმეტეკლასელებმა გამოსაშვები გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში ჩააბარეს.
მოსწავლეები დღეიდან ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში გაივლიან გამოცდას.

















