საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საზეიმო სხდომა - „1918 წელი“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, სხდომაზე სიტყვით თსუ-ს პროფესორები გამოვლენ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროინდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე მოხსენებებს წაიკითხავენ.
ღონისძიების ორგანიზატორი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია.

















