ავტორთა ჯგუფის მიერ გამოცემული წიგნის - „საქართველოს ეკონომიკა“ პრეზენტაცია დღეს, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს, წიგნი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 35 წლისთავს მიეძღვნა.
წიგნი ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვისაა განკუთვნილი.
მასში საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზა ქრონოლოგიურადაა აღწერილი. ასევე, განვლილი თუ მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, მიღწეული წარმატებებისა და წარუმატებლობის მეცნიერული შეფასებებია წარმოდგენილი.

















