თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ "ნიუსპრესისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ვარკეთილი 3-ში 500 მმ-იან წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, ვარკეთილი 3-ის I და II მიკრორაიონებს წყალმომარაგება შეუწყდა. ამ რაიონებს წლის მიწოდება დღეს 23 საათზე აღუდგებათ.
რაც შეეხება ლეჩხუმის ქუჩაზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოებს, ის ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

















