იუსტიციის სასწავლო ცენტრში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტესტირება მიმდინარეობს.
შვიდასამდე კანდიდატი კონკურსს ორ ეტაპად გაივლის. უნარ-ჩვევების გამოცდები წარმატებით ჩაბარების შემთხევაში, კონკურსანტი გასაუბრებას გაივლის. საბოლოო ჯამში, იუსტიციის სახლისთვის ორმოცდაათამდე თანამშრომელი შეირჩევა.
2011 წელს, იუსტიციის სამინისტროს უწყებებში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღების სურვილი 19 199 კანდიდატმა გამოთქვა, მათგან 467 - სხვადასხვა პოზიციაზე დაინიშნა, 263-მა კი სამინისტროში სტაჟირება გაიარა.
დღეისთვის, იუსტიციის სამინისტროს სამსახურებში ათი ვაკანსიაა გამოცხადებული, კონკურსში მონაწილოების მსურველებს ინფორმაციის მოძიება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

















