ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟენევის მოლაპარაკებების განხილვა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიების თემა ჟენევის მოლაპარაკებების გამოწვევებია.
ღონისძიების მთავარი მომხსენებლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილია.
ღონისძიების ორგანიზატორი თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტია.

















