საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ დღეს წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი იხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო გოგინაშვილმა განუცხადა, ფესტივალი დამთვალიერებლისთვის 11:00 საათზე გაიხსნება, თუმცა, ოფიციალური ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებაში მონაწილოებას 70-მდე გამომცემლობა მიიღებს. ფესტივალის ფარგლებში ლიტერატურული ვიქტორინა და საქველმოქმედო აქცია იგეგმება.
ფესტივალს „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი უმასპინძლებს. ღონისძიება 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

















