ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, ქართველი ბლოგერებისთვის გამართული სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
როგორც „ნიუსპრესს“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოდან“ აცნობეს, სემინარის თემაზე - „C ჰეპატიტი - მასთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია და საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების აუცილებლობა“ ფარგლებში, მონაწილეებისთვის მედია-კონკურსიც გაიმართა. ჟიურის წევრები დღეს აღნიშნული კონკურსის სამ გამარჯვებულს გამოავლენენ და ფულად ჯილდოს გადასცემენ.
პირობების თანახმად, პირველი ადგილის მფლობელს ბლოგის საუკეთესო პოსტისთვის 150 აშშ დოლარი გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს - 100 აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 50 აშშ დოლარით დაჯილდოვდება.
სემინარის მიზანი დაავადების პრევენციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მისი ინფორმირების ხელშეწყობა იყო.

















