თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა დილის 09:00 საათზე მოხდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სახლი ავარიული იყო და ნგრევა სწორედ ამან გამოიწვია.
მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან სახლი მიტოვებული იყო.

















