საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში, ემილიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, იტალიელი ხალხისთვის ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაზარალებულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და თანადგომას გამოხატავს მათ მიმართ.
იტალიაში, 19 მაისს მომხდარი 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.
მიწისძვრის გამო, რომელიც იტალიის ჩრდილოეთში მოხდა, რამდენიმე ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ მიწისძვრას მოგვიარებით, 5.1 მაგნიტუდის სიძლიერის განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რამაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
მისწისძვრამ ისტორიული და კულტურული შენობები დააზიანა.

















