"Tiflis Business Tower"-ის ახალ საგამოფენო ცენტრში ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენა გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენაზე 27 ნახატი იყო წარმოდგენილი, მათ შორის რამოდენიმე ბატიკაზე და აბრეშუმზეა შესრულებული.რუსუდან ფეტვიაშვილმა ხატვა წლისა და ათი თვის ასაკში დაიწყო. ექვსი წლის ასაკში მისი პირველი პერსონალური გამოფენა შედგა.
რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით გამოცემულია წიგნები: შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" და "ქართული ზღაპრები". მხატვარი შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში: "XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი".
ქართველი მხატვრის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.

















