პარლამენტის წევრები და სპორტის სფეროს ჟურნალისტები 23 მაისს ხელბურთში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომელიც საქართველოს ხელბურთელთა გუნდის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გამარჯვების 50 წლისთავს მიეძღვნება.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა დეპუტატმა გიორგი გოდაბრელიძემ განუცხადა.
„მატჩი ეძღვნება საქართველოს ხელბურთელთა ოქროს გუნდის მიერ 1962 წელს მოპოვებულ გამარჯვებას. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოვეცით წიგნი და კედლის კალენდარი“ – აღნიშნა გოდაბრელიძემ.
ამხანაგური მატჩი სპორტკომპლექს „არენაში“ შედგება.

















