საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მდუმარე აქციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, 21 მაისი უკანონო და პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობის დღედ 2009 წელს, ორგანიზაციის ინიციატივით გამოცხადდა და უკვე მესამე წელია უფლებადამცველების მიერ აღინიშნება.
„უკანონო პატიმართა სოლიდარობის დღეს საქალაქო სასამართლოსთან აღვნიშნავთ, იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს სამართლიანობა და კანონის პატივისცემა“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მდუმარე აქციაში მონაწილეობას უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პატიმართა ოჯახის წევრები მიღებენ.

















