საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას გამოკითხულთა 47,5% გეგმავს.
კითხვაზე - „მიდიხართ თუ არა 27 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე,” გამოკითხულთა 47,5%-მა დადებითი პასუხი გასცა, 45,9 პროცენტმა კი - უარყოფითი.
აქციაზე წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით გამოკითხულთა 6,6%-ს არ აქვს მიღებული.
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” გამოკითხვის შემდეგი კვირის კითხვა იქნება - “მიგაჩნიათ თუ არა, რომ არსებული ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზითაა შესაძლებელი?”

















