დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო მსვლელობას მოქალაქეები უერთდებიან.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპოდენტი მსვლელობიდან იუწება, აქციას უკვე რამდენიმე ათასი მონაწილე ჰყავს. მსვლელობის მონაწილეები ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე არიან და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობისკენ მიემართებიან.
სამინისტროსთან აქციის მონაწილეები შეჩერდებიან და მიმართვას წაიკითხავენ, რომელშიც სამი ძირითადი მოთხოვნაა დაფიქსირებული - გამოქვეყნდეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების დელიმატიაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია, ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაფორმდეს რაიმე სახის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაფიქსირდება და მესამე მოთხოვნაა - ორივე მხარემ უზრუნველყოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიიდან მესაზღვრეების გაყვანა და მომლოცველებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცეს.
მსვლელობის ორგანიზატორები საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი დავით გარეჯი“ და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ არიან.

















