გუდიაშვილის მოედანზე ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარის“ წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ „ტფილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილი“ მოედანზე მდებარე „ლიტერატურული საქართველოს“ შენობას ანგრევს, რასაც ორგანიზაცია არ დაუშვებს.
მისი თქმით, შენობას უკვე სახურავი გადახდილი აქვს და დანგრეულია აივნებიც.
„ნაწილი უკვე დაანგრიეს. გუშინ რასაც მოვუსწარით, გადავარჩინეთ, დანარჩენს მაინც არ დავანგრევინებთ“- განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია ადგილზე სადღეღამისო მორიგეობას დააწესებს და მუშების შენობაში შესვლას არ დაუშვებს.
ელისაშვილის განცხადებით, დღეს გუდიაშვილის მოედანზე კომპანიის არქიტექტორი გოგი სულაბერიძე უნდა მივიდეს. „ტფილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელი მასთან შეხვედრას გეგმავს.
ელისაშვილის თქმით, არც ადგილობრივი ხელისუფლებისა და არც პოლიტიკოსების მხრიდან აღნიშნულ საკითხს გამოხმაურება არ მოჰყოლია.

















