საინიციტიავო ჯგუფის “დაიცავი დავით გარეჯისა“ და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ წარმომადგენლები ვაკის პარკში უკვე იკრიბებიან.
ისინი რამდენიმე წუთში მშვიდობიანი მსვლელობით აზერბაიჯანის სალეჩოს მიმართულებით გაემართებიან.
აღნიშნული აქციით მონაწილეები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას აპროტესტებენ და აზერბაიჯანული მხარისგან 6 მაისამდე არსებული სტატუს-კვოს აღადგენას მოითხოვენ.
შესაბამის მიმართვას აქციის მონაწილეები საელჩოს წარმომადგენელს გადასცემენ.
ამის შემდეგ კი, მსვლელობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გაგარძელდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „შავფაროსნების“ წევრმა ზურაბ მახარაძემ განუცხადა, საგარეო პოლიტიკურ უწყებას ასევე მიმართვა გადაეცემა, რომელშიც სამი ძირითადი მოთხოვნაა დაფიქსირებული - გამოქვეყნდეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების დელიმატაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია, ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაფორმდეს რაიმე სახის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაფიქსირდება და მესამე მოთხოვნაა - ორივე მხარემ უზრუნველყოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიიდან მესაზღვრეების გაყვანა და მომლოცველებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცეს.

















