იერუსალიმში ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს მთავარ რაბინებს შეხვდება, რის შემდეგაც
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან ერთად გოდების კედელს მოინახულებს.
დღესვე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმიდან ქ. ლოდში, წმინდა გიორგის საფლავის ეკლესიაში გაემგზავრება სადაც წმინდა გიორგის საფლავს მოილოცავენ და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებენ.
გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში წირვა შეასრულა.
საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება.

















