დღეს მსოფლიო შიდსით გადაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
სხვადასხვა ქვეყნებში ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. საქართველოში კი, აქცია -„ერთად დავიცვათ აივ ინფიცირებულთა ჯანმრთელობა და ღირსება” გაიმართება.
დღესვე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ხსოვნის სანთლები აინთება და „მსვლელობა შიდსის წინააღმდეგ“ მოეწყობა
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე, პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს, ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ აღინიშნა, საქართველოში კი, მას 1996 წლიდან აღნიშნავენ.
შიდსის ვირუსის აღმოჩენიდან დღემდე, იმუნოდეფიციტის გამომწვევმა ვირუსმა მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

















