საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 26 მაისს ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახლი შენობის წინ დაგეგმილი სამხედრო აღლუმის გასაშუქებლად მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა სპეციალური აკრედიტაცია უნდა გაიარონ.
აკრედიტაციის გავლის პირობები თავდაცვის სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა.
აკრედიტაციის მისაღებად მასმედიის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სპეციალური განაცხადის ფორმა 7-დან 21 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ.
სააკრედიტაციო ბარათების გაცემა 24-25 მაისს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისში თავდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის "მთავრობის სახლში“ მოხდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მსაშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა იგეგმება. ხოლო წელს მოვლენის მთავარი ეპიცენტრი ქუთაისი იქნება, სადაც სამხედრო აღლუმი ჩატარდება.

















